ომბუდსმენის კონსილიუმმა დიაგნოზიც ვერ დაუსვა! - კობახიძის თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება არ არსებობს
"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებას არ აპირებს - როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, "საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება, რომ არსებობდეს, ბუნებრივია ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა".
მისივე განცხადებით, "ყველაფრიდან ჩანს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს". კობახიძის განცხადებითვე, "სახელმწიფო ექსპერტიზა კიდევ ერთხელ იტყვის თავის სათქმელს".
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ სახალხო დამცველთან შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზიც ვერ დაუსვა.
დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს მათ. რატომ, იმიტომ რომ არავითარი დიაგნოზი სინამდვილეში არ არსებობს, არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არის საჭირო, არ არსებობს და სწორედ ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა. შესაბამისად, არავითარი განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობდა." - თქვა კობახიძემ.