სახელმწიფო ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის საქმეში - გიული ალასანიას თქმით, "ქართველ ექიმებს ენდობა"
სახელმწიფო ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის საქმეში - გიული ალასანია ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმიანება.
კლინიკა ,,ვივა მედში", მესამე პრეზიდენტთან შესვლამდე გიული ალასანიამ განაცხდა, რომ ქართველ ექიმებს ენდობა და იმედი აქვს, ისინი ადეკვატურ დასკვნას დადებენ.
არ ვიცი, რას ფიქრობს ჩემი შვილი, მასთან ახლა უნდა შევიდე. იყვნენ ქართველი ექსპერტები, თუკი ამის საჭიროება არის. რა პრობლემაა! მე ვენდობი ქართველ ექიმებს.
შესაძლოა, ემპათიას დასკვნას ელოდებოდნენ, რომელიც არ იყო დადებული. იუსტიციის მინისტრი აკეთებს განცხადებებს, რომელიც ჩემთვის მისაღებია. ამბობს ადამიანი, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ. მეც ასე ვფიქრობ - განაცხადა გიული ალასანიამ.