საკონსტიტუციომ თავისი უნდა თქვას- სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მორიგი პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა
საკონსტიტუციომ თავისი უნდა თქვას - საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას ახალი პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა და განაცხადა, რომ მზად არის, საკონსტიტუციო სასამართლომ მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილოს.
დეპოლარიზაციის შემცირება - სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, რის გამოც დაეთანხმა ხელისუფლებას დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით.
დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, ან რაღაცის შემეშინდა, არამედ იმის გამო, რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. იმის გამო, რომ ჩემი მოსაზრებები არ იქნა გათვალისწინებული, შეფერხება არ უნდა ყოფილიყო.
გაეროს გენერალური ანსამბლეა იმართება 3 კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, იქ არ ყოფილიყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იმ მომენტში, როცა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ამ ანსამბლეაზე.
ჩემს გადაწყვეტილებას ერთის მხრივ ხელი უნდა შეეწყო დეპოლარიზაციისთვის, თუმცა, ეს ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს, ოი, საკვირველება, მივიღე 7 წარდგენა ისე, რომ არც ერთი კონსულტაცია არ იქნა ჩატარებული და დამიდეს მაგიდაზე ეს 7 წარდგენა. ეს არის პასუხი ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან და მე ვიტყოდი, რომ საჭირო არის და უკვე ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს საკითხი, ეს ტექსტები, ეს პრაქტიკა, ის კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს, რაც ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონსულტაციები, რომ პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილე.
ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი უნდა თქვას. ველოდები ამას მოუთმენლად - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს სასახლეში მედია არ მიუწვევია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის კითხვების დასმა შეუძლებელი იქნება.