სადმე როცა შევდივართ, იმას ვფიქრობთ, დავიტოვოთ თუ არა ტელეფონი - საქართველოს პრეზიდენტი მოსმენებზე

01.09.22 21:00
სადმე როცა შევდივართ, იმას ვფიქრობთ, დავიტოვოთ თუ არა ტელეფონი - საქართველოს პრეზიდენტი მოსმენებზე

სადმე როცა შევდივართ, იმას ვფიქრობთ, დავიტოვოთ თუ არა ტელეფონი -  საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლების ისეთ მანკიერ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა მოქალაქეთა არასანქცირებული მოსმენები.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს არ არის ევროპული სისტემა, არამედ, საბჭოთა მემკვიდრეობის გადმონაშთი.

მოსმენები, ეხება ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას. აქ გადის გამყოფი ხაზი -  ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში, თუ გადავდივართ ევროპულ სისტემაში. არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არ არის?

ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და რამეს საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ.

მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები