გომელაურის მოადგილემ სოსოზე იძალადა - გოგაშვილის ცოლი ჩვენებას შალვა ბედოიძის წინააღმდეგ აძლევს

02.09.22 11:10
გომელაურის მოადგილემ სოსოზე იძალადა - გოგაშვილის ცოლი ჩვენებას შალვა ბედოიძის წინააღმდეგ აძლევს

გამოკითხვების სერია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში - კოკა კაციტაძის უწყებაში სოსო გოგაშვილის მეუღლე მივიდა. თეა მარტყოფიშვილმა დღეს გამომძიებლებს უნდა უთხრას, ვინ ამოიცნო და ვინ იძალადა ფიზიკურად სპეცოპერაციის დროს სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანზე. 

ძალადობაში სოსო გოგაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილეს, შალვა ბედოიძეს ადანაშაულებს. 

მარტყოფიშვილი ამბობს, რომ ბედოიძე დაკავების დღეს მათ სახლში შენიღბული იმყოფებოდა, დავალებებს გასცემდა და დაკავებულის ცემაშიც მოანწილეობდა. 

გამთენიამდე იყო ჩემს ოჯახში. შალვა ბედოიძეს  მე ძალიან კარგად ვიცნობ, მისი ამოცნობა არ გამიჭირდება. ნიღაბი ეკეთა - შეიძლება ცხვირი, ტუჩი დამალო, მაგრამ თვალებს ვერ დამალავ. მე სპეცოპერაციის დროს მათ ვუყვიროდი: თვალებით ამოგიცნობთქო. ძალადობას ახორციელებდა როგორც ღამბაშიძე, ბედოიძე, დვალიშვილი და პაპუნაც. 

ტელეფონზე ესაუბრებოდა და ალბათ, ვახტანგ გომელაურს ესაუბრებოდა. ის დაბალი პოზიციის თანამშრომელს ხომ არ დაურეკავდა და ხომ არ მოახსენებდა, როგორი "წარმატებული" სპეცოპერაცია ჩაატარეს მათ. 

სამართლიანი სასამართლო და გამოძიება რომ არსებობდეს, წესით მათ დროებით უნდა შეუჩერდეთ უფლება-მოსილება, რადგან შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალონ, თუმცა დღეს მე ამის მოლოდინი არ მაქვს" -  განაცხადა მარტყოფიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები