მაფია რჩება მაფიად! ზურაბიშვილი, ივანიშვილი და „ოცნება" წარმოადგენენ ერთ დანაშაულებრივ ჯგუფს - ნათელაშვილი

02.09.22 11:22
მაფია რჩება მაფიად! ზურაბიშვილი, ივანიშვილი და „ოცნება" წარმოადგენენ ერთ დანაშაულებრივ ჯგუფს - ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის მხრიდან „ოცნების“ კიდევ ერთ კრიტიკას იტალიურ მაფიას ადარებს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს და როგორც იტალიური მაფია რჩება მაფიად, ისე ზურაბიშვილი, ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები წარმოადგენენ ერთ დანაშაულებრივ ჯგუფს.

„ძალიან ხშირად, იტალიის მაფიას, კოზანოსტრას წევრებს შორის ხდება დაჯახებები, შეტაკებები, აზრთა სხვადასხვაობა, სროლებიც, მაგრამ მაფია რჩება მაფიად. ზურაბიშვილი, ივანიშვილი ხელისუფლება, პაპუაშვილი, ღარიბაშვილი არიან ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები. არავითარი უთანხმოება ამ დანაშაულებრივ ჯგუფს შორის არ არსებობს“. - ამბობს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებას” ანტიამერიკული კამპანია დაუწუნა და პრემიერს მოუწოდა “ოცნებიდან” ფორმალურად წასულ ოთხეულს გაემიჯნოს. 

პრეზიდენტს უკვირს, რატომ არც ერთხელ არ ჩავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში იმისთვის, რომ პარტნიორები რეკომენდაციების შესრულების პროცესში დაერწმუნებინა. 

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მოსმენების კანონის გამო და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ყველას აქვს განცდა რომ უსმენენ.

მსგავსი სიახლეები