გოგაშვილის საქმე - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში არ პასუხობენ კითხვას, აპირებენ თუ არა შალვა ბედოიძის გამოკითხვას

02.09.22 11:40
გოგაშვილის საქმე - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში არ პასუხობენ კითხვას, აპირებენ თუ არა შალვა ბედოიძის გამოკითხვას

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში არ პასუხობენ კითხვას, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძეს. 

ამ უკანასკნელს სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ოჯახი ძალადობაში ადანაშაულებს. 

გამომძიებელი ირაკლი კაჭკაჭიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ დღეს მხოლოდ სოსო გოგაშვილის ცოლს, თეა მარტყოფიშვილს მოუსმენენ. 

მისივე თქმით, რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებიდან სერვერები ამოიღეს. გამომძიებელი აცხადებს, რომ მოწყობილობები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები