მთავარია „ოცნებას“ რა ექნება ბრიუსელში ჩასატანი - სამადაშვილი პრეზიდენტისგან უფრო მწვავე შეფასებებს ელოდებოდა
სალომე სამადაშვილი პრეზიდენტისგან უფრო მწვავე შეფასებებს ელოდებოდა.
„ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ის კი არ არის მთავარი, „ოცნება“ ბრიუსელში ჩავა თუ არ ჩავა, არამედ რა ექნება ჩასატანი.
„ველოდებოდი ბევრად უფრო მწვავე შეფასებებს, მათ შორის პრეზიდენტისგან. მე მიმაჩნია, რომ აქ მთავარი ის კი არ არის ბრიუსელში ჩავა თუ არა ჩავა „ქართული ოცნება“, არამედ რა ექნება ჩასატანი და რა ექნება სათქმელი“. - ამბობს სამადაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებას” ანტიამერიკული კამპანია დაუწუნა და პრემიერს მოუწოდა “ოცნებიდან” ფორმალურად წასულ ოთხეულს გაემიჯნოს.
პრეზიდენტს უკვირს, რატომ არც ერთხელ არ ჩავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში იმისთვის, რომ პარტნიორები რეკომენდაციების შესრულების პროცესში დაერწმუნებინა.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მოსმენების კანონის გამო და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ყველას აქვს განცდა რომ უსმენენ.