ოკუპანტ ქვეყანას ვაძლევთ ჩვენს ქვეყანაზე გავლენის მოხდენის ფორმალურ იარაღს - ელენე ხოშტარია

02.09.22 13:21
ოკუპანტ ქვეყანას ვაძლევთ ჩვენს ქვეყანაზე გავლენის მოხდენის ფორმალურ იარაღს - ელენე ხოშტარია

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქებს საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა - ფაქტს საშიში უკვე უწოდეს ოპოზიციაში.

 "დროა" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველთან" განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში  ტურისტების საფარქვეშ რუსული ბიზნესები აქტიურად რეგისტრირდება.

ამასთან, მისი განცხადებით, ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას გავლენის მოხდენის ფორმალურ იარაღს აძლევს. 

რუსეთი არის ქვეყანა, ჩვენ ეს ვნახეთ უკრაინისა და სხვა ქვეყნების მაგალითზეც გვინახავს, რომ საკუთარ მოქალაქეებს იყენებს ქვეყნებში დესტაბილიზაციისთვის, საკუთარი აგენტურის შეგზავნისთვის და გავლენის მოხდენისთვის. ეს ოფიციალურად  გაცხადებული აქვთ მათ, რომ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ისინი ნებისმიერ, მათ შორის საომარ მოქმედებებზე არიან წამსვლელები, ამიტომ ჩვენ იმ საფარქვეშ, თითქოს ტურისტები შემოდიან, რეალურად, ვარეგისტრირებთ რუსულ ბიზნესებს, ომის დროს დარეგისტრირებულია სადღაც 8 000 რუსული ბიზნესი, ვაძლევთ მათ მოქალაქეობას. ოკუპანტ ქვეყანას ჩვენ ქვეყანაზე გავლენის მოხდენის ფორმალურ იარაღს ვაძლევთ. უფლებებს ვაძლევთ, რომელიც საშიშია. ამაში რამდენი აგენტურა იქნება კაცისშვილმა არ იცის"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები