რუსები მორბიან ამ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები - გარბიან, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს - ბუჩუკური

02.09.22 13:32
რუსები მორბიან ამ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები - გარბიან, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს - ბუჩუკური

რუსეთის მოქალაქეები მორბიან ამ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეები - გარბიან. საქართველოს ხელისუფლება კი დუმს - ასე აფასებს ანა ბუჩუკური ფაქტს, რომლის მიხედვითაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა 551-მა რუსმა მიიღო.

ხელისუფლება საუბრობს მხოლოდ გაზრდილ ეკონომიკაზე, ოღონდ არ ლაპარაკობს გაზრდილ ფასებზე, სიდუხჭირეზე, პერსპექტივის მოსპობიდან გამომდინარე ემიგრანტთა გაზრდილ რაოდენობაზე კი დუმს"- თქვა "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა. 

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. IDFI-ის გასაჯაროებული მონაცემებით დგინდება, რომ რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს პასპორტი 700-ზე მეტმა რუსთის მოქალაქემ მიიღო, აქედან 551-მა საგამონაკლისო წესით.

მსგავსი სიახლეები