შესაძლებელია, აგენტები „ქართულ ოცნებაშიც“ არსებობდნენ - კალაძე
ღარიბაშვილის შემდეგ ახლა უკვე მთელი მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყანა აგენტებითაა სავსე.
ღარიბაშვილის რიტორიკა გაიზიარა დადაქალაქის მერმაც.
კახა კალაძის თქმით, აგენტები ნამდვილად არსებობენ და ისინი შეიძლება, „ქართულ ოცნებაშიც“ იყვნენ.
„გამიჭირდება დეტალებში შესვლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესაძლებელია, ასეთი ადამიანები არსებობდნენ პოლიტიკაში, არა მხოლოდ პოლიტიკაში და შეიძლება, „ქართულ ოცნებაშიც“, არაფერია გამორიცხული“. - ამბობს კალაძე.
ჩვენ კახა კალაძეს ასევე ვკითხეთ, თუ რატომ შერაცხა „მმართველმა გუნდმა“ და პირადად ღარიბაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნები აგენტებად, თუმცა თბილისი მერმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.