ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ რუსები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭეს, ეთნიკურად ქართველები არიან
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ, ეთნიკურად ქართველები არიან.
მისი თქმით, ამ ადამიანებმა დატოვეს რუსეთის და დაიბრუნეს საქართველოს მოქალაქეობა.
ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც მთელს მსოფლიოში იყვნენ მიმოფანტულნი, თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ რუსეთის მოქალაქეობა და დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს. თქვენ ამ პროცესში რაიმე პრობლემას ხედავთ?! მე მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი მათგანი ეთნიკურად ქართველი იყო"- განაცხადა ზარქუამ.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. IDFI-ის გასაჯაროებული მონაცემებით დგინდება, რომ რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს პასპორტი 700-ზე მეტმა რუსთის მოქალაქემ მიიღო, აქედან 551-მა საგამონაკლისო წესით.