პრეზიდენტი არ არის ბიოლოგიური ფაქსიმილე, რომ მას კობახიძემ ხელი დაარტყას - პაატა მანჯგალაძე

02.09.22 14:13
პრეზიდენტი არ არის ბიოლოგიური ფაქსიმილე, რომ მას კობახიძემ ხელი დაარტყას - პაატა მანჯგალაძე

მიეცემა თუ არა მსვლელობა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს? ოპოზიციაში არ არიან დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისუფალია მმართველი პარტიის გავლენებისგან, თუმცა, მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას.

პრეზიდენტი არ არის ბიოლოგიური ფაქსიმილე -  აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერი, პაატა მანჯგალაძე.

ყოველთვის ვამბობდი ამ დავის დროს, რომ პრეზიდენტი არ არის ბიოლოგიური ფაქსიმილეს აპარატი, რომელსაც როგორც უნდა, ისე დაარტყას კობახიძემ, ან პრემიერმა.

ამიტომ ეს დავა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არ ვარ დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბოლომდე თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან, ამ რისკს ვხედავ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის მიერ შეტანილ სარჩელს მსვლელობა არა მიეცეს. თუმცა, ,,ოცნებაში" აზრი ორად იყოფა.  უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი ითხოვს, სარჩელი განიხილონ, რათა ამიერიდან კონსტიტუციის განსხვავებული ინტერპრეტაციით წაკითხვის შესაძლებლობა არავის მიეცეს.

მსგავსი სიახლეები