„ატრიალეთ „პლასტინკა“ და იყავით, თქვენი დრო ამოწურულია! - კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“:

02.09.22 15:02
„ატრიალეთ „პლასტინკა“ და იყავით, თქვენი დრო ამოწურულია! - კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“:

ატრიალეთ „პლასტინკა“ და იყავით, თქვენი დრო ამოწურულია! - ,,პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერი, კახა ოქრიაშვილი, ,,ქართულ ოცნებას" სტარტეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.

კახა ოქრიაშვილს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის დიდი დრო აღარ დარჩა.

დღეს და გუშინ არავის გამოჰპარვია ბატონი ივანიშვილის „პლასტინკის“ გადატრიალება. გუშინ ღარიბაშვილი გამოაგორა, დღეს კი სარჯველაძე, შემდეგი შინაარსის გზავნილით: ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ მათთან ორგანულად ვართ დაკავშირებული.

უკვე წლებია და განსაკუთრებულად ბოლო ერთი წელია, პირდაპირი გაგებით აგინებენ და შეურაცხყოფენ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, სენატორებს, კონგრესმენებს, ევროკავშირის წამყვან, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - მიშელი, ბილდტი, რიში, ფონ დერ ლაიენი, ბორელი და საქართველოსა და ქართველი ხალხის სხვა უამრავი მხარადმჭერი. ეტყობა, ბატონ ივანიშვილს რაღაც ახალი ესიზმრა, რომ რუსეთი აგებს ომს.

საზოგადოებას კი ერთი კითხვა გვაქვს - როდემდე გაგრძელდება ამ მოღალატე, რუსეთის აგენტურით გატენილი ხელისუფლების ე.წ. პლასტინკის გადატრიალება?! ატრიალეთ და იყავით, თქვენი დრო ამოწურულია! - წერს სოციალურ ქსელში კახა ოქრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები