12 პუნქტიანი რეკომენდაციები - ოპოზიცია პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავს
პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში ახლა პარლამენტია. მთავარ საკონმდებლო ორგანოში ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების, დამოუკიდებელი დეპუტატებისა და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი შეხვედრა იმართება.
ისინი ერთმანეთს გააცნობენ, თუ როგორ მოიაზრებენ 12 რეკომენდაციის შესრულებას.
ოპოზიცია აცხადებს, რომ თითქმის ყველა პუნქტზე მათ ჩამოყალიბებული გეგმა აქვთ.
ცენტრალური ხაზი ყველასთვის მაინც დეოლიგარქიზაციაზე გადის.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ამ პუნქტის შესასრულებლად მხარეებს კიდევ სჭირდებათ კონსულტაციები.
“თითქმის ყველ მიმართულებით, 12 პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტა. 7 საკითხთან დაკავშირებით მომზადებულია კონკრეტული კანონპროექტი. 4 საკითხია, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეთანხმებით, ერთ საკითხზე გვჭირდება დამატებითი კონსულტაციები - ეს არის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული საკითხი. მარტივი საკითხი არ არის. ვფიქრობთ, რომ ის არ უნდა გავრცელდეს მხოლოდ ერთ ადამიანზე ერთჯერადად, ეს უნდა იყოს პრევენციული მექანიზმების შემცველი“. - ამბობს მანჯგალაძე.