ოპოზიციის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი არის ზეინკლუზიური, ხოლო "ოცნების" ანტიევროპული - ვაშაძე

03.09.22 13:34
ოპოზიციის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი არის ზეინკლუზიური, ხოლო "ოცნების" ანტიევროპული - ვაშაძე

საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში ჩართული არ არის, დამოუკიდებელ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დაასრულა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, 12 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებულია და 4 საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან მომდევნო კვირაში დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი არის ზეინკლუზიური, ხოლო ის, რაც მმართველმა პარტიამ გამართა ანტიევროპული.

ეს არის ზეინკლუზიური პროცესი, ხოლო ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამართა, არის ანტიევროპული პროცესი, რომელიც ემსახურება იმას, რომ როგორმე ევროკავშირმა საბოლოო უარი უთხრას “ქართულ ოცნებას”.
საბოლოო ჯამში მივიღებთ სამ დოკუმენტს - სამოქალაქო სექტორის, ჩვენი - ოპოზიციის და “ქართული ოცნების”. ჩვენს დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მიღებოს მექანიზმი. ეს იქნება დოკუმენტი, რომელსაც დავდებთ საკანონმდებლო ცვლილებებით”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს.
 

მსგავსი სიახლეები