ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

03.09.22 13:02
ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

ევროკავშირისს ახალმა ელჩმა მუშაობა დაიწყო. პაველ ჰერჩინსკი უკვე საქართველოშია. 

ევროპელ  დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. კარლ ჰარცელის შემცვლელმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.

მინისტრი ელჩს ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებაც ესაუბრა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

მსგავსი სიახლეები