ოპოზიციას არ აწყობს უკრაინული კანონის გადმოღება, რადგან იციან, მათ რიგებში აღმოჩნდებიან ოლიგარქები - ქადაგიშვილი
ოცნებაში ვერც იმას ამბობენ, რა საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგამას აპირებენ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და დეპოლარიზაციის დასასრულებლად, თუმცა ხელისუფლება უკვე აანონსებს, რომ ოპოზიციის კანონპრექტებს ჩავარდნა ემუქრება და უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.
როგორც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ ულტიმატუმებზე კი არა, საქართველოს ინტერესებზე უნდა ილაპარაკოს.
ქადაგიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია პროცესის ჩიხში შეყვანას ცდილობს.
ქადაგიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ უკრაინული კანონის გადმოტანა იმიტომ არ აწყობს ოპოზიციას საქართველში, რადგან, მისი თქმით, "შემდეგ მათ (ოპოზიციის) რიგებში აღმოჩნდებიან ოლიგარქები'.
მოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენი კანონპროექტები შემოგვაქვს – ან დაეთანხმებით ამას ან არადა იტყვიან, რომ ნუ ხელისუფლება არ ასრულებს ამ 12 პუნქტს. ჩვეულებრივი საბოტაჟის რეჟიმი გააგრძელეს მათ, ამას გაიმეორებენ საშემოდგომო სესიაზეც. უმრავლესობასთან შეთანხმების გარეშე, რომ გამოგაქვს რაღაცა კანონპროექტი, ის განწირულია ჩავარდნისთვის. ჩვენ დეკემბრის ბოლო ავიღეთ დედლაინად. დეკემბრის ბოლოს ჩვენ ამ დედლაინს შევასრულებთ. რაც არ უნდა ეცადოს რადიკალური ოპოზიცია, რომ ეს პროცესი ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ამ პროცეს ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ ვამბობთ, რომ პირდაპირ გადმოვიტანოთ უკრაინული კანონი საქართველოში. ოპოზიციას არ აწყობს ამ კანონის გადმოღება საქართველოში, რადგან იციან, რომ მათ რიგებში აღმოჩნდებიან ოლიგარქები“.- ამბობს ქადაგიშვილი.