ხელოვნური კუნძული ბათუმში - ღარიბაშვილის თქმით, პროექტის საწყის ეტაპზე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება

03.09.22 19:11
ხელოვნური კუნძული ბათუმში - ღარიბაშვილის თქმით, პროექტის საწყის ეტაპზე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება

ხელოვნური კუნძული ბათუმში. მშენებლობა, რომელიც ზღვისპირა ქალაქში დიდი ხნის წინ უნდა დაწყებული.ეს თორნიკე რიჟვაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო და დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ, დღეს პროექტის დაწყება ოფიცალურად გამოცხადდა. 

ბათუმის პალმის კუნძული პრემიერმა ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი ობიექტების ნუსხაში შეიყვანა. 
ირკვევა, რომ პროექტის საწყის ეტაპზე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. 

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და ადგილზე ყველა საჭირო ექსპერტიზაც ჩატარდა.

მინდა, მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა, მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში. ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში სულ მცირე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე.

მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ჰყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები, უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმელებისთვის, აჭარლებისთვის". - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები