ევროკომისიის 12 პუნქტი, დეოლიგარქიზაცია და მესამე პრეზიდენტის გადარჩენა - ენმ ანა ფოტიგას ხვდება
პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი სასტუმრო "სტამბაა". ამ წუთებში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია გალენიან ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ხვდება. ხელისუფლების მიერ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება, დეოლიგარქიზაციისთის საჭირო ნაბიჯები და მესამე პრეზიდენტის გადარჩენის გეგმა, ეს ის საკითხებია, რაზეც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საერთაშორისო კონფერენციამდე ერთი დღით ადრე ევროპარლამენტარს მიაწვდიან.
სტრატეგიულ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს ქომაგებს ვხვდებით და ბუნებრივია, საუბარი შეეხება ფუნდამენტურად ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ევროატლამტიკურ მისწრაფებებს. ეს გამოწვევები აუცლებლად გადაილახება, გადაკახვადია, მაგრამ უნდა მოხდეს მჭიდროდ ჩენს მეგობრებთან კოორდინაციაში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.
დღიანი საერთაშორისო კონფერენცია 5 და 6 სექტემბერს არის ჩანიშნული და მას აკრედიტირებული ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. მათ რიგებში იქნება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაც. ენმ-ს კონფერენციაზე ხატია დეკანოიძე წარმოადგენს.