რუსული ბაზები და მავთულხლართები - ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
რუსული სამხედრო ბაზებს და მავთულხართებით გაყოფილ საქართველოს ამ წუთებში ევროპარლამენტარები ათვალიერებენ. ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად ოძისში დიპლომატები, ექსპერტები და საერთაშორისო მედდის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.
უცხოელი სტუმრები ამ დროისათვის ქართველი სამართალდამცველების საგუშაგოსთან დგანან და რუსულ მცოცავ ოკუპაციასა და აგრესიაზენამდვილ ამბებს ისმენენ. საუბარია უსაფრთხოების საკითხებზე, ჰუმანიტარულ კრიზისზე, უკანონო პატიმრებზე და გადაადგილების შეზღუდვებზე.
უცხოელი სტუმრები საქართველოში საგანგებოდ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისღებად ჩამოვიდნენ, რომელი დედაქალაქში 5 და 6 სექტემბერს არის დაგეგმილი. კონფერენციას "დიდება უკრიანას" ეწოდება.