ენმ-ს და ევროპარლამენტარების შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

04.09.22 13:25
ენმ-ს და ევროპარლამენტარების შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

ევროპარლამენტარებთან "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრა დასრულდა. დახურული შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დასავლეთი საქართველოს მთავრობის პრორუსულ კურსს კარგად ხედავს და უცხოელი პოლიტიკოსები საფრთხეებზეც ღიად საუბრობენ. 

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან მსგავსი შეხვედრები აქამდეც გამართულა და მომავალშიც გაიმართება. 

ჩვენს საუკეთესო მეგობრებს შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვხვდებით და ვსაუბრობთ საქარათველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომავალზე, ჩვენ ურთერთობებეზე დასავლელ სამყაროსთან, შეხვედრები ახლაც გაიმართა. გუშინაც, რაღა დაგიმალო, მსგავსი შეხვედრები იყო. დღეს დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მსგავსი შეხვედრა გვექნება და ხვალ და ზეგ იცით, რომ არის კონფერენცია შესაბამისი, - თქვა ნიკა მელია. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები