ევროკომისიის ყველა პუნქტის შესრულება ძალიან მნიშნელოვანია - ევროპარლამენტარები
საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ევროპარლამენტარები ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. უცხოელი პოლიტიკოსები ასევე, მთავარ პრობლემად ოლიგარქიზაციას ასახელებენ.
იზოლაციაში მოქცეული სოფლების მონახულების შემდეგ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ასევე, აღიარეს, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ დასავლეთს სუსტი რეაგირება ჰქონდა, ეს კი პუტინისთვის აღმოჩნდა ბიძგი, რომ უკრაინაში ოკუპაცია გაეგრძელებინა.
ის გამოწვევები, რასაც საქართველო აწყდება, ძალიან სერიოზულია. ერთ-ერთი ისაა, რომ ქართველ ხალხს არ დაუჭირეს მხარი შესულიყვნენ ევროკავშირში. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გადადგამს სწორ ნაბიჯებს. ევროპარლამენტის განცხადება არის გამოსაღვიძებელი ზარი და ევროპარლამენტის ყველა პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მენიუ, რითაც უნდა აირჩიო, ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი პუნქტია, ჩემი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. დეოლიგაქრიზაციას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. თუ ამ ყველაფერს საქართველო დაძლევს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წინ წავა. ჩენ ვთლით, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშნელოვანია . ეს არის იმის გახსენება, რაც საქართელომ გადაიტანა 2008 წლიდან ამ დღემდე და გვაძლევს გაკვეთილებს, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვისწავლოთ. მნიშნელოვანია, დავიყოთ ჩვენი ვიზიტები აქედან იმის გასახსენებლად, თუ რასთან ერთად გიწევთ ცხოვრება ყოველდღიურად. ეს არის მხარდაჭერის გამოხატულება საქართელოსთვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთალიანობისთვის. საქართელოს მხარდაჭერას ჩენ გავაგრძელებთ და საქართელო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, - განაცხადა დევიდ კრამერმა.
შეგახსენებთ, რომ უცხოელი სტუმრები საქართველოში საგანგებოდ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისღებად ჩამოვიდნენ, რომელი დედაქალაქში 5 და 6 სექტემბერს არის დაგეგმილი. კონფერენციას "დიდება უკრიანას" ეწოდება.