რუსთავის მერის 40 მრჩეველი - ნინო ლაცაბიძემ რეკორდული რაოდენობის მრჩევლები დაინიშნა
რუსთავის მერმა რეკორდული რაოდენობის მრჩევლები დაინიშნა. ნინო ლაცაბიძეს 40 მრჩეველი ეყოლება.
მრჩეველთა საბჭოს წევრები, ძირითადად, მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან, მათ შორის არის, რუსთავის ყოფილი მერიც.
მოქმედი მერი ამტკიცებს, რომ 40-ვე მრჩეველი მას დახმარებას უსასყიდლოს გაუწევენ. კითხვაზე, რისთვის სჭირდება მერს მრჩებლების ეს რაოდენობა, ნინო ლაცაბიძეს პასუხი არ აქვს. ლაცაბიძემ არც საკუთარი მრჩევლების ზუსტი რაოდენობა იცის.
რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ქალაქში ჩართული მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამე პრობლემას ქმნის? არქიტექტორები, ექიმები, მეტალურგები, ბიზნესმენები, ყოფილი მერები, მეცნიერები, აბსოლუტურად ყველა, ვისაც სურვილი ჰქონდა საბჭოში მიეღო მონაწილეობა და შემდგომ ქალაქის განვითარებაში. არის 30-ზე მეტი ადამიანი, ესეც რეგულირდება კანონით, ეს ადამიანები ხელფასს არ იღებენ, - ამბობს "პირველებთან" საუბარში ლაცაბიძე.
რუსთავის მერის გადაწყვეტილება მოსახლეობამ გააპროტესტა. გადაწყვტეილებას იწუნებს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ადგილობრივი მთავრობისთვის მოსახლეობის პრობლემები ისედაც ცნობილია და სურვილის შემთხვევაში ისინი ამ პრობლემებს საბჭოს გარეშეც მაგვარებენ.
ოპოზიცია ასევე, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საბჭოს წევრები მომავალში თანამდებობეზეც დაინიშნონ.