თუ პოლიტიკოსებს სურთ, ქვეყნის პროგრესი იხილონ, უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე - კრამერი
"თუ ქართველ პოლიტიკოსებს სურთ ქვეყნის პროგრესი იხილონ, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 12-პუნქტიან გეგმაზე ერთობლივად უნდა იმუშაონ", - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ყოველი პუნქტი მნიშვნელოვანია.
მსურს ვიხილო მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს, დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ, ეს არის საქართველოს ინტერესში, ეს არის შეერთებული შტატების ინტერესში, ევროკავშირის ინტერესში და დასასრული ყველასთვის საუკეთესო იქნება“, - თქვა კრამერმა.
მისივე თქმით, ცალკეული პირების კომენტარების მიუხედავად ქართველი ხალხი პროამერიკული და პროდასავლურია.
არსებობს გარკვეული დაძაბულობა ცალკეული პირების მიერ გაკეთებული კომენტარების გამო. ასევე ვაცნობიერებთ, რომ ქართველი ხალხი რჩება კვლავ ძალიან პროამერიკულად, ძალიან პროდასავლურად, ძალიან პრონატოელად, ძალიან პროევროკავშირულად და ვფიქრობ, ეს არის ის, რაზედაც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ქართველი ხალხი მიისწრაფვის თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრებისკენ, თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ამ კუთხით, შეერთებული შტატები, ევროკავშირი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და მიუხედავად ცალკეული კომენტარებისა, ჩვენ ჩართულები დავრჩებით“, - თქვა კრამერმა.