"დეოლიგარქიზაცია ან დემოკრატია" - უცხოელი პოლიტიკოსების გზავნილები კონფერენციიდან
დეოლიგარქიზაცია ან დემოკრატია - ხელისუფლება არჩევანის პირისპირ დააყენეს. გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები "ქართულ ოცნებას" უკვე თბილისიდან ეუბნებიან, რომ რუსეთს ზურგი უნდა შეააქციოს, უარი თქვას არაფორმალურ მმართელობაზე და ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახადოს.
საერთაშორიოს კონფერენციის დაწყებამდე სტრატეგიულმა პარტნიორებმა ღარიბაშილის მთავრობას ურჩიეს, ევროკომისიი რეკომენდაციებზე მუშაოა ოპოზიციასთან ერთად დაიწყოს.
უცხოელმა დიპლმატებმა ასევე ყურადღება ანტიამერიკულ კამპანიაზე გაამახვილეს. მათ თქმით, საქართელოს ხელისუფლების რიტორიკით გაოგნებულები არიან.
ამ წუთებში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ერთ სივრცეში არიან შეკრებილები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებზე მსჯელობენ.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ბოლო პერიოდში მე მოვისმინე ისეთ განცხადებები, რომე ევროპული გზისკენ სვლა საქართველოს მიზანი აღარაა. ჩენ უნდა ვიდგეთ კრემლის და რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან დამაბნეველია ეს რიტორიკა, შერეულ მესიჯებს გზავნის. ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მათი გეგმა დასავლეთში ინტეგრაციაა, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამავდროულად, კონკრეტული ლიდერები შეურაცწყოფას აყენებენ აშშ-ს ელჩს, ევროპარლამენტარებს. ეს კონტრავერსიული სიგნალია, ძალიან უცნაურია, რატომ აკეთებენ ამას. ამ გადაწყვეტილებით საქართველო კუთხეში მიაყენეს, თუ გააცნობირებენ, რომ დეოლიგარქიზაცია მნიშვნელოვანია, მათ ცვლილებები უნდა მოახდინონ. ადრეც ვთქვი, რომ საქართელო დგას გზაჯვარედინზე: დაიცავთ ბიძნა ივანიშილს თუ განახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ამ ტერმინის მოსმენა საქართველოსთის გამომაფხიზლებელი სიგნალი იყო, - განაცხადა "დემოკრატიული ალიანსის" დირექტორმა, ლორა თორნტონმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევდ კრამერი პირდაპირ ამბობს, რომ სურთ საქართველოს ისეთივე პროგრესი დაინახონ, როგორიც უკრაინას და მოლდოვას აქვს.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აქ იყო რაღაც გამოგონილი დაძაბულობა და იყო განცხადებები ზოგიერთი პირისგან, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ქართველები ამერიკულად არიან განწყობილები,ძალიან პროდასავლურად, პროევროპულად, ამიტომ ამაზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება ამ კონფერენციაზე. ევროკავშირი აქ ძირითადი მოთამაშეა და ჩენ გვინდა გააცნობიეროთ, რომ აშშ-ც მთავარი მოთამაშეა. 12 რეკომენდაციიდან ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია. გვინდა საქართველოსგან დავინახოთ ის პროგრესი, რომელიც აქვს უკრაინას და მოლდოვას, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილემდევიდ კრამერმა.