კანონპროექტი უკანონო მოსმენების შესახებ - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მსჯელობას იწყებს

05.09.22 11:46
კანონპროექტი  უკანონო მოსმენების შესახებ - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მსჯელობას იწყებს

"ქართული ოცნების" პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მუშაობას იწყებს. საუბარია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლლილებებს დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. დეპუტატები იმსჯელებენ არის თუ არა სალომე ზურაბიშვილის შე-ნიშვნები  გასათვალისწინებელი.

მმართველ პარტია ახლა იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მათი ინიციატივა ადამიანების უფლებათა დაცვის სტანდარტებს არ არღვევს, თუმცა საპირისპიროს ამბობს ვენეციის კომისიაც, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაში დაადანაშაულა. 

არათუ წონადი, არამედ საერთოდ, ელემენტარული არგუმენტებიც კი, რომელსაც სამართლებრივი შინაარსი ექნებოდა, ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ევროპულ მოდელებსა და პრაქტიკებს, ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ის ვერსია, რაც არის ჩვენს მიერ შემოთავაზებული, გაცილებით უფრო ადამიანის უფლებებისკენ ორიენტირებული და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი და ობიექტური გარემოება არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ არ დავძლიოთ ვეტო, - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი.

ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებაზე საუბრობს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები  ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონით "ქართული ოცნება" უკანონო მოსმენების დაკანონებას ცდილობს, რათა ქვეყანაში ტოტალური კონტროლი დაამყაროს. 

მსჯელობა და დისკუსია ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ"  უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციის და ექსპერტების პოზიციები ასევე დახვეოს ეს კანონი შესაბამისად, მაგრამ "ქართული ოცნების" მიზანი ეს არ არის. მათ უნდათ, რომ ამ ქვეყანაში იყოს მოსმენების თვალსაზრისით უპრობლემოდ ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელება და ამას კანონით აკანონებენ, - ამბობს პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმდჯომარე ხათუნა სამნიძე. 

 

მსგავსი სიახლეები