"შესაძლოა, სამშენებლო პოლიგონად უნდათ ამ ადგილების გადაქცევა" - რატომ ჩნდება ხანძრები თბილისის პრესტიჟულ უბნებში?
რატომ ჩნდება ხანძრები პრესტიჟულ უბნებში - წყნეთის, წავკისის და ნაფეტვრების ტყეების გადაწვის შემდეგ, ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ გადამწვარ ტერიტორიაზე ახალი დასახლებები მდიდარი ქართველებისთვის გაჩნდება.
მათი თქმით, ეს იქნება მარტივი გზა - მოუხსნან ტყეს სტატუსი და სასურველი დეველოპერი შეუშვან.
თუ ბორჯომის ტყეში, ხე-ტყის მასალა გააქვთ და ამის გამო შეიძლება იქ აჩენდნენ ხანძარს, დედაქალაქის შემოგარენში და დედაქალაქში შესაძლოა, სამშენებლო პოლიგონათ უნდათ გადააკეთონ ეს ადგილები და ამიტომ წვავენ. ასეთები ჩვენ ბევრი გვინახავს "ქართული ოცნების" პირობებში. შესაძლოა ინტერესები ჰქონდეს კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირებს ან თუნდაც ზონალური ცვლილების გაკეთება, ან სამშენებლო პოლგონად უნდოდეთ ეს თუ ის ტერიტორია. ამასობაში იწვის ეს ტერიტორიები ისე, რომ ცხადია, ამაზე პასუხს არავინ არ გაგვცემს"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
ადგილობრივების თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები კი ადგილზე თითქმის ერთი საათის დაგვიანებით მივიდნენ.
მოსახლეობამ ჩაატარა სასწაული, შლანგებით, ვედროებით გამოდიოდნენ და უშველეს თავს და ქვეყანაში. სახანძრო საათნახევრის დაგვიანებით მოვიდა"- აცხადებენ ადგილობრივები.
თბილისის შემოგარენში, უნიკალური, მწვანე ზონა გუშინ ერთდროულად სამ ადგილას დაიწვა.