საქართველო დგას გზაჯვარედინზე: ივანიშვილი ან დემოკრატიული რეფორმები - ლორა თორნტონი

05.09.22 11:38
საქართველო დგას გზაჯვარედინზე: ივანიშვილი ან დემოკრატიული რეფორმები - ლორა თორნტონი

"დემოკრატიული ალიანსის" დირექტორი ლორა თორნტონი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი ბიძნა ივანიშვილსა და გასატარებელ რეფორმებს შორის უნდა გააკეთოს.

უცხოელი პოლიტიკოსისთვის გაუგებარია რას ემსახურება "ქართული ოცნების" აგრესიული რიტორიკა,  რომელიც აშშ-ს ელჩსა და ევროპარლამენტარების წინააღმდეგ არის მიმართული. 

ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ბოლო პერიოდში მე მოვისმინე ისეთი განცხადებები, რომე ევროპული გზისკენ სვლა საქართველოს მიზანი აღარაა. ჩვენ უნდა ვიდგეთ კრემლის და რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან დამაბნეველია ეს რიტორიკა, შერეულ მესიჯებს გზავნის. ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მათი გეგმა დასავლეთში ინტეგრაციაა, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამავდროულად, კონკრეტული ლიდერები შეურაცხყოფას აყენებენ აშშ-ს ელჩს, ევროპარლამენტარებს. ეს კონტრავერსიული სიგნალია, ძალიან უცნაურია, რატომ აკეთებენ ამას. ამ გადაწყვეტილებით საქართველო კუთხეში მიაყენეს, თუ გააცნობირებენ, რომ დეოლიგარქიზაცია მნიშვნელოვანია, მათ ცვლილებები უნდა მოახდინონ. ადრეც ვთქვი, რომ საქართველო დგას გზაჯვარედინზე: დაიცავთ ბიძინა ივანიშვილს თუ განახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ამ ტერმინის მოსმენა საქართველოსთის გამომაფხიზლებელი სიგნალი იყო, - განაცხადა "დემოკრატიული ალიანსის" დირექტორმა, ლორა თორნტონმა.

მსგავსი სიახლეები