ივანიშვილი შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ - ოლიგარქი სინგაპურის სასამართლოს ჩვენებას აძლევს
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ ჩვენებას სინგაპურის სასამარლოს ამ წუთებში აძლევს. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი 800 მილიონზე დავობს. ინფორმაციას "პირველებს" ოლიგარქის ადვოკატის ოფისში დაუდასტურეს. გამოკითხვის პროცესი დისსტანციურად მიმდინარეობს. პროცესს ესწრება ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყოფიანიც.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება ქართული ოპოზიციაც, რადგან "ოცნების" ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი საკუთარი ფულის დასაცავად ქართველი ხალ-ხის მომავლით ვაჭრობს.
ეს ბანკი თვითონ რეპუტაციულად დიდ შარშია, ოღონდ ეს შარი მისი მოღვაწეობის შედეგია. მან აირცია ეს, შემდეგ მან გადადგა ნაბიჯები, რომელმაც მისცა საშუალება ამ ბანკს, რომ გამოეყენებინა ეს თემა, პუტინის რუსეთთან თანამშრომლობის და ამ ყველაფრის გამო, ის ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს და ამას გვეუბნება, რომ მე პრობლემები მაქვს ჩემს ფულთან დაკავშირებით, ძალაუფლების შენარჩუნებასთა დაკავშირებით, ამიტომ თქვენი ბედით ანუ ქვეყნის ბედით ვივაჭრებ დასავლეთთანო, - ამბობს "ევროპული საქართველოს" თავმდჯომარე გიგა ბოკერია.