დეოლიგარქიზაციის პრობლემა უნდა გადაიჭრას - ვიოლა ვონ კრამონი
გერმანელი პოლიტიკოსი ვიოლა ვონ კრამონი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი ისეთი მკაფიო აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო. ევროპარლამენტარი დემოკრატიის გზაზე მთავარ პრობლემად დეოლიგარქიზაციას ასახელებს და ამბობს, აღნიშნული საკითხი აუცილებლად გადასაჭრელია.
ვიოლა ვინ კრამონმა ყურადღება ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას დაკავებაზეც გაამახვილა.
საქართველო ყოველთვის ცდილობდა და ახერხებდა ამ გეოგრაფიული ასპექტის გარღვევას ევროპასთან მიმართებით. საქართველო მკაფიოდ პოზიციონირებდა, სად იდგა და რა უნდოდა, ამიტომ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველო ევროკავშირთან იდგა. ახლა კი, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ვნახეთ, ახლა ეს საკითხი ასე მკაფიო აღარ არის. ეს მოვლენები ძალიან გვაშფოთებს, მედიის წარმომადგენლებისა და მესამე პრეზიდენტის დაკავება. ამას ემატება ერთი ადამიანის გავლენები, რომელიც ქვეყანას მართავს ისე, რომ მას თანამდებობა არ უჭირავს. ეს დემოკრატიისთის არაჯანსაღია. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი გავლენას ახდენს მთელ სტრუქტურებზე, ამას ჩვენ სახელმწიფოს მიტაცებას ვუწოდებთ. დეოლიგარქიზაცია არის პრობლემა, რომელსაც საქართველოსთან ერთად მოლდოვასა და უკრაინაშიც ვაწყდებით. ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს პუნქტი უნდა გადაიჭრას, - განაცხადა ვიოლა ვონ კრამონმა.