ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი, ხალხი ქუჩაში, შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი - ნათელაშვილის სამპუნქტიანი გეგმა
აზვირთდება თუ არა ქვეყანაში პროტესტის ტალღა? ,,ლეიბორისტულ პარტიაში" ფიქრობენ, რომ ახლა ქუჩაში გამოსვლაა ერთადერთი გამოსავალი.
შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციას დღეს სამპუნქტიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც, მისი ვარაუდით, ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
დღეს მთელი საქართველო და მსოფლიო ელოდებიან ოპოზიციის პოზიციას. უნდა დავასრულოთ ეს საშინელი რეალობა, რაც ჩვენს თავს ტრიალებს.
გთავაზობთ 3 პუნქტიან სტრატეგიას, რამაც უნდა გაწმინდოს ჩვენს ქვეყანაში ჩახერგილი გზები.
პირველი - ოპოზიციამ დაუყონებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები;
მეორე - შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი;
მესამე - დავუძახოთ ხალხს ქუჩაში.
ყველაფერ ამას მოჰყვება საშინელი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული, ახალი დემოკრატიული არჩევნები და შესაბამისად, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. აი, ეს არის ერთადერთი, სწორი სტრატეგია - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.