ივანიშვილმა თავისი სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ, კრიმინალები - კალაძე ჟურნალისტებს
ვიდრე ბიძინა ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოს ჩვენებას შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ აძლევს, "ქართული ოცნება" ისევ მის ქება-დიდებაშია.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოლიგარქის დამსახურებად "ნაციონალურ მოძრაობის" გასტუმრებას ასახელებს და მათ ისევ სისხლიანი რეჟიმად მოიხსენიებს. ამასთან, კალაძე კრიმინალებს და სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს კრიტიკული არხების ჟურნალისტებსაც უწოდებს.
სასამართლო პროცესზე მე არ მაქვს ინფორმაცია, რაც შეეხება ბიძინა ივანიშილს, ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, ადამიანი, რომელმაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად, თავისი ოჯახის სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ, "ნაციონალური მოძრაობა", კრიმინალები, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ადამიანების წამებით, ადამიანების გაუპატიურებით, - თქვა კალაძემ.