რეჟიმი არ შეიცვლება, თუ ოპოზიციამ მოქალაქეთა ნდობა არ დაიბრუნა - გიგა ბოკერია
,,ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, არსებული ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციამ პირველ რიგში ის ნდობა უნდა აღიდგინოს, რაც საზოგადოებას მის მიმართ გააჩნდა.
გიგა ბოკერია მოუწოდებს ,,ნაციონალურ მოძრაობას" და საპარლამენტო ოპოზიციას, თავს ნუ იტყუებენ და მოეშვან ,,ზიგზაგებით სიარულს".
მოვეშვათ ამ სიმულაციებსა და თავის მოტყუებას - 12 პუნქტზე მუშაობა ცალკე, თუ ერთად.
ამ რეჟიმის შეცვლა შეიძლება მოქალაქეების მობილიზებით. ვადამდელი არჩევნების მიღწევას ხომ საერთოდ და ვადიან არჩევნებზეც კი ეს რეჟიმი ისეთ წინააღმდეგობას გაწევს იმ არალეგიტიმური და კრიმინალური მეთოდებით, რასაც აქამდე წევდა.
მობილიზებას სჭირდება ნდობის დაბრუნება პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ მოქალაქეების მხრიდან. ამ თვალსაზრისით რაც მალე თავს დაანებენ ამ სამმაგ და ზიგზაგებით სიარულს ,,ნაციონალური მოძრაობა" და საპარლამენტო ოპოზიცია, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის. ჩვენ ,,ევროპული საქართველო" ასე ვიქცევით", - აცხადებს გიგა ბოკერია.