პოლიტიკური კრიზისი ენმ-ს აქვს, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - კახა კალაძე
"პოლიტიკური კრიზისი ნაციონალურ მოძრაობას აქვს და ვადამდელი არჩევნების ინიციატივა ძალიან დიდი აბსურდია" - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის სპეციალურ განცხადებას.
ნიკა მელიამ თქვა, რომ "ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს".
პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად, ნაციონალური მოძრაობა. საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციას აქვთ", - თქვა კალაძემ.