"მტრები, ვითომ მეგობრები" - კალაძე ევროპარლამენტარებზე, რომლებიც დებიძინიზაციაზე საუბრობენ

05.09.22 14:18
"მტრები, ვითომ მეგობრები" - კალაძე ევროპარლამენტარებზე, რომლებიც დებიძინიზაციაზე საუბრობენ

დედაქალაქის მერის სკანდალური განცხადება -  კახა კალაძემ ქვეყნის "მტრები" უწოდა იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც "დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე" საუბრობენ.

ისინი ამ ქვეყნის მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, უვიზო მიმოსვლასა და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე იმ რეფორმებსაც განახორციელებს, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე", - თქვა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით,  "ოცნება" ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს: 

რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელიც იმისთვის მოგვაწოდეს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს 

მსგავსი სიახლეები