ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში მიემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად დღეს ბრიუსელში მიემგზავრება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარი ექნებათ ყველა იმ პროგრესზე, რეფორმაზე, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს.
ბუნებრივია საუბარი გვექნება იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში ჩვენი მმართველი პარტიის მიერ. რა თქმა უნდა, ასევე საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს ისე ეკონომიკურს, ზოგადად რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით და მის შესაძლო გავლენებს მთელ რეგიონზე, მთელ ევროპაზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
ცნობილია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.