გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში - ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ტრადიციულად "ეკონომიკურ ზრდაზე" ისაუბრა. მეტიც მთავრობის მეთაური ამტკიცენს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის 7 თვის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში უპრეცედენტოა.
წინა კვირას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელმაც 10.3% შეადგინა, ბოლო 7 თვის განმავლობაში ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე მთელ მსოფლიოში. იმიტომ რომ უკრაინის ფონზე ძალიან დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ ეს პრობლემები გადაცემულია მთელ მსოფლიოზე. ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას ახერხებს, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ექსპორტი 40%-ით არის გაზრდილი, ხოლო ფულადი გზავნილები 46.8%-ით გაიზარდა და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვა იანვარ-ივნისში 25% გაიზარდა. ასევე გაიზარდა დასაქმებული ადამიანების რაოდენობა როგორც პირველ ასევე მეორე კვარტალში.