"ვერ წავახალისებთ რადიკალიზაციას - "ოცნების" ბოიკოტი საერთაშორისო კონფერენციას
ხელისუფლების ბოიკოტი საერთაშორისო კონფერენციას - ღონისძიებას, სადაც უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და რუსულ საფრთხეებზე საუბრობენ, "ქართული ოცნების" არცერთი ლიდერი არ ესწრება.
კონფერენციაზე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გამოსულიყო , მაგრამ შალვა პაპუაშვილმა გადაიფიქრა. პაპუაშვილმა მიზეზად კონფერენციაში "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობა დაასახელა და თქვა, რომ აღნიშნულ პროცესს უნდობლობას უცხადებს.
სამწუხაროდ, ამ კონფერენციაზე, მათ შორის, პანელებზე წარმოდგენილები არიან სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ მომავალს, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს დასავლურ მომავალს, ისინი ეწინააღდეგებიან საქართელოს დემოკრატიულ მომავალს. მე პირადად ვერანაირად ვერ წავახალისებ ამ რადიკალიზაციას და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები, - განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ.
ევროპარლამენტარები დღეს მტრებად გამოაცხადა დედაქალაქის მერმაც.
ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. საქართელოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველავერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშრებით, - თქვა კალაძემ.
"ქართულ ოცნებას" მძიმე დღე აქვს. ევროპელი პოლიტიკოსები საქართელოს ხელისუფლებას უკვე თბილისიდან მოუწოდებენ, ევრკომისიის 12-ვე პუნქტი შეასრულონ და დაასრულონ ქვეყანაში ოლიგარქიზაცია.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარები თბილისში ორდღიან საერთაოშიროს კონფერენციას ესწრებიან, რომლის სახელწოდებაც "დიდება უკრაინას" გახლავთ.