დაიცავით ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება! - სოსო გოგაშვილის მიმართვა
მას შემდეგ, რაც სოსო გოგაშვილმა საქართველოში რუსი აგენტების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქელში გაავრცელა, მისი ოჯახი ვარაუდობს, რომ სუსის ყოფილ მაღალჩინოსანზე ზეწოლა გაიზრდება.
გოგაშვილების ოჯახი მოუწოდებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან მათი უსაფრთხოება.
ეს განცხადება, რაც დღეს გავრცელდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს მოქმედი ხელისუფლების კოლაბორაციას რუსულ სქემასთან. შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე განცხადებები ვიხილოთ, რომელსაც გაავრცელებს მამაჩემი.
ველოდებით, რომ გაიზრდება ზეწოლა მამაჩემზე, თუნდაც ციხეში, თუნდაც ვითომ 24 საათის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან შესაძლოა, რატი ბრეგაძემ აღნიშნოს, რომ გარკვეული ხარვეზის გამო გაითიშა კამერები და იმ განცხადებების გამო, რაზეც საუბრობს მამაჩემი, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს, ასევე, ჩვენს სიცოცხლესაც.
მოვუწოდებ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა სტრუქტურას, რომ დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება!
შეცდომა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, ან მათი გაკეთებული კომენტარი მამაჩემის საქმესთან დაკავშირებით, ისევ და ისევ მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. - აცხადებს ნინი გოგაშვილი.