"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - "ოცნების" პასუხი ნიკა მელიას

05.09.22 15:42
 "ვადამდელი არჩევნები არ იქნება" -  "ოცნების" პასუხი ნიკა მელიას

 "ოცნების"  პასუხი ნიკა მელიას - "ვადამდელი არჩევნები არ იქნება". კ ობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი კენჭისყრის ჩატარებას 2024 წლამდე არ განიხილავს.  

მთლიან განცხადებაში, რომელი აბზაცი, რომელი წინადადება, სიტყვა გულისხმობს  თავის თავში დეპოლარიზაციას?!  ეს არის რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. კიდევ ერთხელ, უკვე, სიმართლე გითხრათ, სერიოზულიც აღარ არის ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, ჩვენთან არჩევნები ჩატარებული იყო, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და ამის შემდეგ, შიგადაშიგ, სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის ხოლმე, მაგრამ ყოველ ჯერზე, სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან მათ და ამ მოთხოვნას არ აქვს"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები