ნიკა, თქვენთვის ფანჯარა დაკეტილია, თქვენი პოლიტიკური თითები შესაძლოა ამ ფანჯარაშია მოყოლილი - თალაკვაძე მელიას

05.09.22 16:04
ნიკა, თქვენთვის ფანჯარა დაკეტილია, თქვენი პოლიტიკური თითები შესაძლოა ამ ფანჯარაშია მოყოლილი - თალაკვაძე მელიას

ნიკა, თქვენთვის ფანჯარა დაკეტილია, თქვენი პოლიტიკური თითები შესაძლოა ამ ფანჯარაშია მოყოლილი - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" ლიდერი,  არჩილ თალაკვაძე ნიკა მალიას. 

"ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება თურმე და რაღაც უნდა მოასწროს. მე მინდა პირდაპირ გითხრათ ნიკა, რომ ეს ფანჯარა თქვენთვის უკვე დახურულია და თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება ამ ფანჯარაშია მოყოლილი და სწორედ ეს გაწუხებთ. შეხედეთ ჯანსაღ ოპოზიციას, პოლიტიკური პარტიები ამ პარლამენტში დადიან კარებით, კარები იღება ჩვეულებრივად, ასე რომ ფანჯრიდან ნუ ეცდებით ნურც პოლიტიკაში შემოსვლას და ნურც პოლიტიკიდან გასვლას", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ნიკა მელიას თქმით, "ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები". 

მსგავსი სიახლეები