სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა - ზურაბიშვილი ტრასს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე არჩევას ულოცავს.
"ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად", - წერს ზურაბიშვილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერიმინისტრი ლიზ ტრასი გახდა.