სოსო გოგაშვილის ბრალდებები აცდენილია საღ აზრს - შალვა პაპუაშვილი

05.09.22 17:26
სოსო გოგაშვილის ბრალდებები აცდენილია საღ აზრს  - შალვა პაპუაშვილი

სოსო გოგაშვილის სკანდალური ბრალდება -  უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის დღევანდელი განცხადების შემდეგ ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა.  

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ამტკიცებს, რომ სუსი-ს ექს ბოსი არასერიოზულია, ღარიბაშვილის ხელისუფლება კი - პატრიოტი, რომელმაც ქვეყანა რუსეთთან ომს აარიდა.

ძალიან ,,ჩახლართული" თემაა და ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ არასერიოზულია. 

მოდით, ასე ვთქვათ, საღი აზრის დონეზეც ხომ ვხვდებით, მათ შორის, ის განცხადებებიც, რაც გვესმის ამ ადამიანისგან, რამდენად აცდენილია საღ აზრს. 

საქართველოს დღეს ჰყავს ყველაზე პატრიოტი ხელისუფლება. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის გარანტირებული და დაცული. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ გადააგზავნეს მოსკოვში საქართველოში გამოვლენილი რუსი აგენტების მონაცემები, მმართველი პარტია მკაფიო პასუხს  ვერ სცემს; დაპატიმრებულ გენერალს კი ურჩევენ,  განცხადებები სასამართლოში და ადვოკატების თანდასწრებით გააკეთოს. 

მსგავსი სიახლეები