"ნაცმოძრაობის" და მათი ფასიანი ლობისტების შედგენილი სია - ზარქუა 15 კაციან შავ სიაზე

05.09.22 17:08
"ნაცმოძრაობის" და მათი ფასიანი ლობისტების შედგენილი სია - ზარქუა 15 კაციან შავ სიაზე

უკრანული მხარის მიერ შედგენილ 15 კაციან სიას, რომელშიც ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვაც შედის, "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეგდნეილს უწოდებს.

ზარქუა ასევე, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან, "ნაცმოძრაობის" ფასიან ლობისტებს უწოდებს.

ბატონი კრამერი და ისინი არიან ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი ლობისტები. გინდათ შემოსაღოთ საზოგადებას უკრაინულმა მხარემ შექმნა სია, რომლის სანქცირებასაც აკეთებს... პირდაპირ უნდა ვთქვათ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მათი ფასიანი ლობისტების დახმარებით შეადგინეს სია, რომელსაც აღსრულება არასდროს უწერია, იმიტომ, რომ ეს არის თავიდანვე განწირული, - თქვა ზარქუამ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს.  15 კაციანი სია რამდენიმე წუთის წინ, სინგაპურში მიმდინარე ხმაურიანი სასამართლო პროცესის პარალელურად გამოქვეყნდდა.

სიაში ოლიგარქთან ერთად მოხვდა, მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიც. ჩამონათვალშია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის დაიდაშვილი,  უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტატე მამაცაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები