ფილანტროპი, ქველმოქმედი, ბიზნესმენი - თალაკვაძე ივანიშვილს აქებს
უკრაინული მხარის მიერ დასანქცირების კანდიდატების სიის გამოქვეყნების პარალელურად, "ქართული ოცნება" ხოტბას ისევ ბიძინა ივანიშვილს ასხამს. სახელისუფლებო გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე აღნიშნულ შავ სიას უსამართლოს უწოდებს და ოლიგაქრის დამსახურებებზე საუბრობს.
სანქციებს მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ის სამართლიანია და როდესაც ის ასახავს რეალობას ზუსტად ისე, რისთვისაც არის შემუშავებული. ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში სანქციების მიღება დღემდე არ მომხდარა. დღეს ის პოლიტიკიდან გასულია და დღეს ის არის ფილანტროპი, ქველმოქმედი, ბიზნესმენი, რომელიც განაგრძობს თავისი ქვეყნის და თავისი საზოგადოების მხარდაჭერას, - თქვა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს. 15 კაციანი სია რამდენიმე წუთის წინ, სინგაპურში მიმდინარე ხმაურიანი სასამართლო პროცესის პარალელურად გამოქვეყნდდა.
სიაში ოლიგარქთან ერთად მოხვდა, მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიც. ჩამონათვალშია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის დაიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტატე მამაცაშვილი.