ჩვენს რეზოლუციას ჰქონდა გავლენა, მომავალში შეიძლება იყოს სანქციები - ვიოლა ფონ კრამონი

05.09.22 17:28
ჩვენს რეზოლუციას ჰქონდა გავლენა, მომავალში შეიძლება იყოს სანქციები - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციამ ივანიშვილის  Credit Suisse-თან დაკავშირებულ პროცესზე გავლენა იქონია. კრამონი არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ნაბიჯი ოლიგაქრის დასანქცირება იყოს. 

რაც შეეხება  Credit Suisse-თან დაკავშირებულ პროცესს, სულ მცირე, ეს აჩვენებს შედეგს, ვფიქრობ, ჩვენს რეზოლუციას ჰქონდა გავლენა. შესაძლოა, მომავალში იყოს სანქციები. ბანკები, სადაც დიდი აქტივები ინახება, შესაძლოა, შეშფოთებული დარჩნენ, თუკი სანქციების შედეგად ეს აქტივები გაიყინება ან მათი კონფისკაცია მოხდება. ეს მოვლენების საინტერესო განვითარებაა. საინტერესო იქნება ბიძნა ივანიშვილის რეაქციის ნახვაც, თუმაც ვიტყოდი, რომ ჩვენი რეზოლუცია მუშაობს, - განაცხადა კრამონმა. 

მსგავსი სიახლეები