პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება - "ოცნება" უკანონო მოსმენების დაკანონებას შეეცდება

06.09.22 11:03
პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება - "ოცნება" უკანონო მოსმენების დაკანონებას შეეცდება

"ქართული ოცნება" უკანონო მოსმენების დაკანონებას საბოლოდ ცდილობს. ერთ საათში პარლამენტში საშემემოდგომო სესია  იხსნება. უკვე დაანონსებულია, რომ მოსმენების კანონზე დღეს "ოცნება"  პრეზიდენეტის ვეტოს დაძლევს.

სალომე ზურაბიშვილის  ვეტოს და ვენეციის კომისიი უპრეცედენტო კრიტიკული დასკვნის მიხუედავად, ღარიბაშვილის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ  ახლი  კანონით დანაშაულის პრევენციას ახდენს.

პირველი საშემოდგომო სესიისთვის მზადება  საკონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება . პროცესს დაესწრება ოპოზიციაც.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტის დაკანონებით "ქართული ცონება" დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს არაფრად აგდებს. მათი თქმით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ აინტერესებს. 

ხელისუფლებისგან ეს კიდევ ერთი დამატებითი გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად, მათ არ აინტერესებთ არცევროკავშირის მოთხოვნები, არც ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტები და თავის დღის წესრიგს მიყვებიან. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ძალიან დიდი აცდენაა მათ დეკლარირებულ მიზნებს და რეალობას შორის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დააზიანებს კიდევ ერთხელ, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი. 

"ოცნების" მიერ შემუშავებული კანონის თანახმად, ძალოვან უწყებებს მოქალაქეების მოსმენა ,ფარული მიყურადება და საუბრის დაარქივება ათწლეულების განმავლობაში შეეძლებათ.

მოსმენების კანონი არ იქნება ერთადერთი საკითხი, რომელზეც დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი სახალხო დამცველის შესახებ ხელისუფლების კანონოპროექტს დაუჭირა. კანონპროექტი რეგგლამენტის ცვლილებას და ომბუდსმენის სხვაგვარად არჩევას გულისხმობს.  

მსგავსი სიახლეები