10 ათასი ლარი მორალური ზიანისთვის - სასამართლომ უჩა მამაცაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
რის საფუძველზე გაამართლა ოლიგარქის დეიდაშვილი სასამართლომ - უჩა მამაცაშვილის სარჩელზე მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება გასაჯაროვებულია. "ანტიკორუფციულ მოძრაობას" დოკუმენტი სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.
ორგანიზაციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს ქოლ -ცენტრებთან კავშირში ადანაშაულებს, მამაცაშვილმა სასამართლო დავა მოუგო. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
დეკლარირებულად შეგვიძლია წავიკითხოთ, რომ საქართელოშ სასამართლო კორპუსი არის თავიდან ბოლომდე ოლიგაქრიული რეჟიმის მსახურებაში. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სახელმწიფო უწყებები ქვეყანაშ არ არიანდ ამოუკიდებლები, არცერთი მოსამართლე ამ ქვეყანაში არ არის თავისუფალი და და ყველანი არიან ჩართლი ოლიგაქრიული კლანის მსახურებაში, - ამბობს მოძრაობის თავმდჯომარე ვასო ურუშაძე.
"ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრებმა უჩა მამაცაშვილი ქოლ-ცენტრებთან კავშირში და ასევე საწვავი მონოპოლიაში ამხილეს . სწორედ ამიტომ, ოლიგაქრის დეიდაშილმა განაცხადა, რომ მას მორალური ზიანი მიადგა და სარჩელი სასამართლოში შეიტანა. მოსამართლე გოჩა დიდავამ "ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენლებს მორალური ზიანის ასაზღაურებლად მამაცაშვილისთვის 10 ათსი ლარის გადახდა დააკისრა.