დროის ათვლა დაიწყო - დასანქცირების კანდიდატების მონაცემები უკრაინის საგარეო უწყებას გადაეგზავნა
დროის ათვლა დაწყებულია - ბიძინა ივანიშვილის და მისი 11 მოკავშირის სანქცირებისთვის პროცედურების დასაწყებად უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალურმა სააგენტომ მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტროს მონამეცები უკვე გადაუგზავნა.
მოექცევა თუ არა ოლიგაქრი თავის გარემოცვასთან ერთად სანქცირებულთა სიაში საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ამერიკელი ანალიტიკოსები ფაქტს ქვეყნისთვის დამაზიანებელს უწოდებენ. მათი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის არაფრომალური მმართველი და მისი ახლო გარემოცვა ისტორიის არასწორ მხარეს დგანან.
ეს უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაა. გაოგნებული ვარ იმით, რომ მაშნ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, როგორ არ უნდა დაუდგე უკრაინას 100%-ით გვერდით, როგორ არ გმობს საქართველოს მთავრობა რუსეთს, როგორც აგრესორს, - ამბობს გენერალი ბენ ჰოჯებსი.
ქართული ოპოზიცია კი ამბობს, რომ ოლიგაქრისთვის სანქციების დასაწესებლად ყველა წინაპირობა არსებობს. მათი თქმით,ამის დასტურია, დასავლელი პარტნიორების მისამართით ივანიშვილის გუნდის აგრესიული განცხადებებიც.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამაინი, რომელიც მართავს პოლიტიკურ სისტემას ქვეყანაში. იმ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მიდის ცივილიზაციური სამყაროს წინააღმდეგ. ადამიანები, რომლებიც მხილებულნი არიან უკრაინელი გმირი მოქალაქეების, მეომრების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში და ასეთ ნაბიჯებს არ პატიონს განვითარებული დემოკრატიული სამყარო. დღეს თ ისინი გახდნენ კანდიდატები დასანქცირებისა, ხვალ ეს ადამიანები აუცილებლად დასანქცირდებიან დემოკრატიული, განვითარებული მსოფლიოს მიერ, - ამბბს "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ნიკა მელია.
პორტალმა "ომი და მშვიდოა" გუშინ პუტინის რეჟიმის ღია მხარდაჭერის გამო ივანიშვილი, მისი რძალი, ახლო ნათესავები და მეგობარი ბიზნესმენები სანქცირების კანდიდატებად გამოაცხადა და მოქმედებაც რამდენიმე საათში დაიწყო.